გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტრაგედია ოდესაში – თვითმხილველების თქმით, სტუდენტები ცეცხლწაკიდებული კოლეჯის მე-5 სართულიდან ხტებოდნენ

5-12-2019

4 დეკემბერს, ოდესის ცენტრში ერთ-ერთ შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

თვითმხილველების თქმით, კვამლი მესამე სართულის ფანჯრიდანაც ჩანდა. შემთხვევის ადგილზე  ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

როგორც dumskaya.net-ის კორესპოდენტი იუწყება, ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული.
მომხდართან დაკავშირებით, მერიამ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გადადო. მერი გენადი ტრუხანოვი შემთხვევის ადგილზე მივიდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ხანძარი ეკონომიკის და სამართლის კოლეჯის შენობაში გაჩნდა. ინციდენტის დროს შენობაში სტუდენტები იმყოფებოდნენ. თვითმხილველების თქმით, სტუდენტები ცეცხლწაკიდებული კოლეჯის მე-5 სართულიდან ხტებოდნენ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძარმა შენობის 4000 კვადრატული მეტრი მოიცვა. კოლეჯის გარდა, საზღვაო ბიოლოგიის ინსტიტუტის შენობა დაიწვა. ცნობილია, რომ 17 წლის სტუდენტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავდა 28 ადამიანი, დანარჩენი 15 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930