"დაგვიცავი", "ვაჟა, კახა და ლევანი", "გაკვირდები", "ვაჟა გადმოდი მანქანიდან", "მოძალადესთან ნუ გაიგივდები" - ამ შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი აქტივისტებს.
„დღევანდელი ჩვენი აქციის მთავარი მიზანი არის ის, რომ უკანონო ქმედებები, რომელსაც პოლიცია პერმანენტულად ახორციელებს ჩვენს მიმართ. იმის მაგივრად, რომ იბრძოლონ „ტიტუშკების“ დასაკავებლად, ფიზიკურად გვესხმიან თავს, ნებისმიერი აქციიდან ჩვენ გვაკავებენ. რაც შეეხება ჩემს ბანერს „ვაჯა გადმოდი მანქანიდან“ ეს გულისხმობს იმას, რომ მაშინ როდესაც ჩვენ სპეცრაზმი გვარბევდა ბატონი ვაჟა სირაძე იჯდა მანქანაში, არანაირი რეაგირება არ ჰქონია. როცა თანამდებობა გაქვს ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს შენი მოქალაქეების წინაშე", - ამბობს მოძრაობა "გაბედეს" ერთ-ერთი აქტივისტი.
შსს-სთან, "სირცხვილიას" და "გაბედეს" აქციების პარლალეურად "20-30"-ის კონტრაქცია მიმდინარეობს. ამ ორგანიზაციის წევრები "სირცხვილიას" და "გაბედეს" პროტესტს არ ეთანხმებიან. კონტრაქციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიცია სათანადოდ მუშაობს და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.