6-12-2019
“ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, პროცესი გაგვევითარებინა, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა, გავალთ ხალხში” – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საპარალამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ხუნდაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა თანამოაზრე დეპუტატებს მიეცათ საშუალება, წარედგინათ ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე დაყრდნობით მომზადებული კანონპროექტი და დაესვათ კითხვები.
“ეს შეხვედრა არ იყო საკმარისი კიდევ უნდა შევხვდეთ. თუმცა, ამაზე დადებითი პასუხი ვერ მივიღე. ჩვენ გავაგრძელებთ. გავალთ ხალხში, გავაცნობთ ჩვენს კანონპროექტს, ყველა პროცედურულ საკითხს ვიცავთ. ჩვენ ვიცავთ შიდა გუნდურ წესებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი რომ ეს პროცესი გაგვევითარებინა როგორც დავაანონსეთ. თუმცა, ჩვენ არ ვართ ცოტა, ჩვენ ვაგრძელებთ პროცესს.”-ამბობს ხუნდაძე.
ხუნდაძემ აქვე დასძინა, რომ მათი რაოდენობა 30-ზე მეტია.
„უკვე ვართ 30-ზე მეტი. შევიკრიბებით, შევთანხმდებით და გაგაცნობთ ჩვენს გეგმას. ძირითადი ხაზი არის გამოკვეთილი. ჩვენ გავალთ მოქალაქეებში, დავიწყებთ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას, დავიწყებთ საარჩევნო სისტემის გარშემო საზოგადოების ცნობიერების”-ამბობს ხუნდაძე.
ცნობისთვი, 11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს. ამ საკითხზე პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა.