9-12-2019
,,ლუკოილის'' პროფკავშირული ორგანიზაცია თამარშვილის ქუჩაზე მდებარე ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან დღეს აქციას გამართავს.
ლუკოილის პროფკავშირული ორგანიზაცია, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან და ახალგაზრდულ მოძრაობასთან ერთად უკვე თითქმის ერთი თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებს დამსაქმებელთან. საკითხი შრომითი პირობების გაუმჯობესებას და სახელფასო მატებას შეეხება.
აღნიშნული პროცესი სახელმწიფოს ჩართულობით ხორციელდება, თუმცა კომპანიის მხრიდან შემოთავაზებული პირობები ვერ პასუხობს დასაქმებულთა მოთხოვნებს. ამასთან კომპანიის ადმინისტრაციის ქართველი წარმომადგენლების მხრიდან საკითხისადმი შეინიშნება ზერელე და უარყოფითი დამოკიდებულება.
დასაქმებულთა მოთხოვნები შემდეგია:
◾️ ხელფასების მატება!
◾️ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა.
◾️ სამუშაო გარემოს იმგვარად მოწყობა, რომ შესაძლებელი გახდეს შესვენების გამოყენება.
◾️ შრომის უსაფრთოების ნორმების დაცვა და დაზღვევის უზრუნველყოფა.
აქცია 13:00 საათზე დაიწყება.