გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ქართული პრესა
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე სასწორებს დააყენებენ

3-03-2018


აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილების ტვირთის სიმძიმის გასაკონტროლებლად, სპეციალურ სასწორებს დააყენებენ და იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილები ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, კანონით განსაზღვრულ ტვირთის ზღვრულ ნორმას გადააჭარბებს, დაჯარიმდებიან. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

ბათუმი – ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე ინერტული მასალის მომპოვებელ კომპანიებს, მდინარის სანაპიროდან ამოღებული  მძიმე ტვირთი ყოველდღიურად გადააქვთ, ტვირთის სიმძიმეს კი, არავინ აკონტროლებს.

„არ არის სახარბიელო მდგომარეობა გზაზე, მაქსიმალური კონტროლი უნდა იყოს ხელისუფლების, საგზაო დეპარტამენტისა და იმ სამსახურების მხრიდან, რომლებმაც უნდა გააკონტროლონ გზებზე ტვირთის სიმძიმე. დღეს საუბარი გვქონდა საგზაო დეპარტამენტთან აღნიშნულ საკითხზე და  დავგეგმეთ მოეწყოს შესაბამისი სპეციალური სასწორი, რომელიც გააკონტროლებს თუ რა მოცულობის ტვირთით გადაადგილდება ავტომობილები. აუცილებლად მკაცრად დაისჯება ის კომპანიები, რომლებიც დადგენილ ზღვრულ ნორმას გადააჭარბებენ,“ – თქვა ზურაბ პატარაძემ.


წყარო: ტელეკომპანია იმედი


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930