პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევრონეტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის საკითხზე.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ესკალაცია არავის სურს, მითუმეტეს არც საქართველოს და არც რეგიონს.
"საზოგადოება, რომელიც არის სრულიად გაყოფილი ვერ შეძლებს, რომ დაძლიოს თავისი ეგზისტენციალური სირთულეები, მითუმეტეს როდესაც იგი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გაყოფილი საზოგადოება უფრო მარტივია ოკუპაციისთვის, ის ვერ დაძლევს ამ პრობლემას და ვერ მიიღებს სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო პარტნიორებისგან. გაყოფილი საზოგადოება მთლიანად ვერ იპოვის პოლიტიკურ გამოსავალს. დიალოგი აუცილებელია პოლიტიკურ ძალებს შორის. დიალოგი აუცილებელია ყველა მოქმედ პირს შორის, ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი. ფორმა უნდა შეიცვალოს, უნდა ავიდეს სხვა დონეზე. ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, უნდა ჩაავრთოთ ევროკავშირის პოლიტიკური აქტორები. არსებული პრობლემების ესკალაცია არ უნდა მოხდეს. არც საქართველოს სჭირდება ესკალაცია და არც რეგიონს. ყველამ ერთად უნდა შევიმუშავოთ ეფექტური გზა, რომ დავძლიოთ რუსეთის ოკუპაცია. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შემდეგ ერთი თვე გავიდა, თხოვნით მოგმართავთ ასამბლეას, რომ შემოგვიერთდეთ რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. იმედი მაქვს ყველა შეუერთდება ამ მიმართვას", - მიმართა პრეზიდენტმა ასამბლეა.
ცნობისთვის, ექიმი გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
ექიმის უკანონო დაკავებიდან დღეს 1 თვე გავიდა.
მას 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.