გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: საზოგადოებას გადაწყვეტილებას ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ გავაცნობთ

9-12-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე პოზიციების დაახლოება მოხდა, ხოლო ტექნიკური დეტალების შეთანხმების შემდეგ საზოგადოებას საბოლოო გადაწყვეტილებას გააცნობენ.

ეს განცხადება ოხანაშვილმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

,,ვიმსჯელეთ, პოზიციები დავაახლოვეთ იმ მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომლებსაც განსახვავებული მოსაზრება ჰქონდათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის აქტუალიზაცია დღეს სამართლებრივად არ არის მიზანშეწონილი. მთლიანობაში, ჩვენ შევძელით და პოზიციები დავაახლოვეთ, შესათანხმებელი დარჩა ტექნიკური დეტალები, რომ თქვენ და ჩვენს საზოგადოებას გადაწყვეტილება გავაცნოთ.

რაც შეეხება მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს, ჩვენ განვაგრძობთ მსჯელობას და საბოლოო განხილვის შემდეგ ამაზეც გაგაცნობთ გადაწყვეტილებას ‘’ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930