9-12-2019
34 წლის სანა მარინი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდება, რომელიც ფინეთის კოალიციურ მთავრობას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრანსპორტის მინისტრი მისმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მთავრობის ხელმძღვანელად აირჩია, რათა მან პრემიერმინისტრ ანტი რინეს გადადგომის შემდეგ, ქვეყანას უხელმძღვანელოს. ის თანამდებობას ამ კვირაში დაიკავებს.
სანა მარინი მემარცხენე-ცენტრისტულ კოალიციას უხელმძღვანელებს, რომელშიც ხუთი პარტიაა წარმოადგენილი და ხუთივე პარტიის ლიდერი ქალია.
ანტი რინემ კოალიციის ნდობა საფოსტო თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ დაკარგა.
მსოფლიოს ახალგაზრდა მინისტრების სამეულში სანა მარინის შემდეგ არიან უკრაინის პრემიერი ოლექსეი გონჩარუკი (35 წლის) და ახალი ზელანდიის პრემიერი ჯესინდა არდერნი - 39 წლის.