10-12-2019
პარლამენტის დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ ,,ქართული ოცნება’’ დატოვა. მან საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სრული ქაოსია და ყველა ძალაუფლებისა და საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვის.
ექვანიამ ასევე განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ხელი შეუწყო ეკლესიის მიმართ ბრძოლას და დღეს მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მხარს უჭერენ პატრიარქს, მხოლოდ წინასაარჩვენო თვალთმაქცობაა.
,,ხალხის უმეტესობა მომავალზე ხელჩაქნეულია, ყველგან უამრავი პრობლემა და სტაგნაციაა, ქვეყანაში ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, სრული ქაოსი და გაურკვევლობაა, ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის მიმდინარეობს. ქვეყნისათვს ყველაზე დამანგრეველი კი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა. სამწუხაროდ, ხელისუფლების უმოქმედობამ, დუმილმა და ზოგიერთების მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილ ძალებს, წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, ამიტომ დღეს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლითაც პატრიარქს უჭერენ მხარს, წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა‘’ - განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.
მან ასევე პარტია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მან მოითხოვა საეკლესიო თემებს ტაბუ მოხსნოდა.
,,ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოითხოვა საეკლესიო თემებს ტაბუ მოხსონდა და პატრიარქის კრიტიკა საზოგადოებისთვის მისაღები გამხდარიყო. უმრავლესობამ მმართველ თანამდებობებზე ეკლესიისა და პატრიარქის მოძულეები აირჩია, ხელისუფლებამ ღირსებისა და ძალაუფლების დამცველები ბნელებად და მარგინალებად შერაცხა და ქვეყანაში მიმდინარე უზნეო და გარყვნილი ცხოვრების პროპაგანდას მხარდაჭერა გამოუცხადა. დღესაწაულებზე ეკლესიებში კელაპტრებით დგომა ფარისევლობაა, რწმენა მკვდარია საქმის გარეშე, ორი ბატონის მსახურება კი შეუძლებელია’’ - აცხადებს ალექსანადრე ერქვანია.
ერქვანიამ ,,ქართულ ოცნებას’’ მიმართა, რომ უხსნის მათ მისი პოზიციების მიმართ არსებულ უხერხულობას და ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას.
,,მინდა, მიმვმართო უმრავლესობის ლიდერებს - ვიცი და ვგრძნობ, როგორ დისკომფროტს განიცდით ჩემი განცხადებებით და სხვადასხვა საკითხების მიმართ ჩემი პოზიციით, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დღეიდან მოგიხსნათ ეს უხერხულობა, ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას’’ - განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.
ალექსანდრე ერქვანია დღეიდან ჯერჯერობითდამოუკიდებელი დეპუტატი იქნება.