გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალ საგადასახადო ინიციატივას ხვალ ბათუმსა და ქუთაისში გაეცნობიან

4-03-2018

ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.

5 მარტს ქალაქ ბათუმში, ხოლო 6 მარტს, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს.

პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან თუ რას ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება, როგორ მოხდება მისი ადმინისტრირება და რა შედეგის მომტანი იქნება ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს“, ასევე, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4072647 და შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირდება.

საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031