11-12-2019
,,სენტენცია, რომ პატრიოტიზმი და მითუმეტეს მჟავე პატრიოტიზმი ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარია, ისე კარგად არაფერში არ ვლინდება, როგორც ახლა მიხეილ სააკაშვილის მოჩვენებით ტრანსფორმაციაში, როდესაც მართლმორწმუნე ქრისტიანის მანტიაც კი სცადა მოესხა. საფრთხე ქვეყნისთვის არის“,-ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან უერთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის „ ეთერში განაცხადა.
,,ალექსანდრე მესამეს რუსეთის იმპერატორს მიაწერენ ესეთ ფრაზას, რომ რუსეთსო ორი მოკავშირე ჰყავს, არმია და ფლოტი. ჩემი აზრით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის იმპერიამ შეიძინა მესამე ყველაზე დიდი მოკავშირე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც უზრუნველყო, აგრესიულ და იმპერიალისტურ მეზობელთან ერთად, რომ რუსის ჯარი შემოვიდა საქართველოში და უზრუნველყო ოკუპაცია. ჩემი აზრით, არც ერთ ქართველ ლიდერს და შეიძლება რეგიონალურ ლიდერს ისე არ დაუზიანებია დასავლეთის ინტერესი რეგიონში და არც ერთ ლიდერს ისე არ გაუძლიერებია რუსეთი რეგიონში , როგორც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ სასწავლო, საჯილდაო ქვა აღმოვჩნდით, იმიტომ რომ ქართული ოკუპაცია ეს ხო არის იდეალური ერთობლიობა ტუტუცი, მინიმუმ ტუტუცი მმართველის და აგრესიული მეზობლის. ოკუპაცია არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა იყოს, ეს ასეა და ამას ვერაფერი ვერ გადაფარავს. ვერც ანტისაოკუპაციო მოძრაობა და ვერც სხვა ვერაფერი“,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.