გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე: 200 "ნაცის" შეძახილი დისკომფორტს ვერ შეგვიქმნის

12-12-2019

"ნაციონალური მოძრაობის" ბაქიბუქს არანაირი ძალა არ აქვს. 800 კაცის შეკრება უნდოდათ და 200 კაციც ვერ შეკრიბეს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კობახიძის თქმით, პარლამენტი დღეს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ამას ხელს ვერავინ შეუშლის.

"გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბაქიბუქობდნენ, ამბობდნენ, რომ ჩვენ პარლამენტში ღამის გათენება მოგვიწევდა, ვერ შედგებოდა პარლამენტის სხდომა და ხედავთ, მათ ბაქიბუქს რეალურად არანაირი ძალა არ აქვს. ბაქიბუქობდნენ, რომ დაახლოებით 800 კაცის შეკრება უნდოდათ და რეალურად 200 კაციც ვერ შეკრიბეს. ეს არის მათი რეალური ძალა, ხალხი მათ ზურგს არ უმაგრებს, შესაბამისად, არანაირი რესურსი არ აქვთ მათ თუნდაც, რომ რაღაც მცირე დესტრუქციით ხელი შეუშალონ პარლამენტის მუშაობას. პარლამენტი ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, ისევე როგორც აგრძელებდა მუშაობას გასული კვირების განმავლობაში. დღეს განიხილება მნიშვნელოვანი საკითხები და მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, აქტივისტები უმრავლესობის დეპუტატების მიმართ სკანდირებენ - "მონა". კითხვაზე, ამ შეძახილის გამო გრძნობს თუ არა დისკომფორტს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, "200 "ნაცის" შეძახილი, ბუნებრივია ვერანაირ დისკომფორტს ვერ შეგვიქმნის. ეს არის 200 "ნაცი" და მათ აქვთ ბუნებრივია დისკომფორტი იმის გამო, რომ "ნაცები "არიან".

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება. დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ხელს შეუშლიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრას.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930