12-12-2019
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთში მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავლის“ პირველი ეტაპის გამარჯვებულებმა უკვე დაიწყეს მოცვის ნერგების გაშენება.
სოფელ მაჩხვარეთში ნახევარ ჰა ფართობზე 1500 ძირი მოცვის გაშენება დაიწყო.
დავით კვირკველიამ და შალვა წილოსანმა შემოიკრიბა თანამოზრეები და მოცვის კულტურის გაშენება გადაწყვიტეს, კონკურსში გაიმარჯვეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დააფინანსა ნერგები და წვეთოვანი მორწყვის სისტემა.
18-12-2024