12-12-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, როგორც აქვს ინფორმაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში, იატაკზე ჯერჯერობით გაურკვეველი შემცველობის ხსნარი დაასხა.
„როგორც თქვეს, „ნაციონალებმა“ გააკეთეს ეს. ესენი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხომ გადაწამლავენ მთელ საქართველოს. მე არ დამინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა დეპუტატმა, ორმა ქალბატონმა დაასხა რაღაცა ხსნარი იატაკზე.
ძალიან არასასიამოვნო სუნი იყო. გამოჩნდება, რა არის, რა შემცველობისაა. ფაქტი ერთია, ხალხი, რომელიც ამაზე მიდის, ის ხელისუფლებაში მოსასვლელი არ არის“ ,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ნუკრი ქანთარიას თქმით, პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს აუცილებლად გაგრძელდება.
შეგახსენებთ: საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტს უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.
18-12-2024