12-12-2019
ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, პარლამენტის დარბაზში გავრცელებული სპეციფიკური სუნის შედეგად შეუძლოდ გახდნენ ის ადამიანები, რომლებსაც უახლოეს წარსულში ოპერაციები ქონდათ გადატანილი.
დიმიტრი ხუნდაძე მომხდარში ოპოზიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი არ ერიდებიან არც ადამიანების ჯანმრთელობის შელახვას და არც სიცოცხლის მოსპობას:
"რამდენიმე დეპუტატი გახდა შეუძლოდ, ერთს აღენიშნებოდა ბრონქოსპაზმი, იყო ნაოპერაციები და ალბათ ესეც იყო პირობა, რომ გაუმწვავდა მდგომარეობა და თანამშრომელი, რომელსაც ერთი წლის წინ აქვს საკმაოდ მძიმე ოპერაცია გადატანილი, ისიც შეუძლოდ გახდა, იქნა სასწრაფო ბრიგადის მიერ გადაყვანილი. ისინი ყველაფერზე მიდიან, მთავარია მიაღწიონ საკუთარ დესტრუქციულ მიზანს, ისინი არ ერიდებიან არც ადამიანების ჯანმრთელობის შელახვას, არც სიცოცხლის მოსპობას, აი ვის ხელში იყო ქვეყანა," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო. უმრავლესობის დეპუტატები მომხდარში ოპოზიციის დეპუტატებს ადანაშაულებენ, მათი თქმით, გაურკვეველი სითხე დარბაზში სწორედ მათ დაასხეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "სირცხვილიამ" აიღო.
18-12-2024