პლენარულ სხდომაზე შესვენება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხა.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ნივთიერება დაასხეს სხდომათა დარბაზში, თუმცა მას სპეციფიური სუნი ჰქონდა.
სხდომაზე, დღეს, აკაკი ზოიძისთვის და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხი კენჭისყრაზე დადგება.
ასევე, დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.