12-12-2019
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
გადაწყვეტილებას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.
ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების შეწყვეტას საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო, რომლის თანახმადაც, ნიკა მელია „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი.