12-12-2019
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 19-დან 14 კანდიდატი დაამტკიცა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შორისაა მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე და ალექსანდრე წულაძე.
რაც შეეხება კანდიდატებს, თამარ ალანიას, გოჩა ჯეირანაშვილს, ლაშა ქოჩიაშვილს, შოთა გეწაძეს და პაატა სილაგაძეს, პარლამენტმა მათი კანდიდატურები ჩააგდო.