გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა გვარამია – პარლამენტის მანდატურებს პირდაპირი მნიშვნელობით სახეებს ავახევ

13-12-2019

პარლამენტის მანდატურებს სახეებს ავახევ პირდაპირი მნიშვნელობით, – განაცხადა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ მის გადაცემაში „ღამის მთავარი“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომხდარი მოვლენების შეფასებისას.

„2004 წლიდან საპარლამენტო ცხოვრებაში ვარ. მანამდეც ვაკვირდებოდი პარლამენტის საქმიანობას და ასეთი გარყვნილი, გათახსირებული, პოლიტიკურად არანეიტრალური და სამარცხვინო მანდატურები საქართველოს პარლამენტს არ ჰყოლია. ხელებდასატეხი ყველა, პირდაპირი მნიშვნელობით. და ყველა გასაყრელი, როგორც კი ეს სამარცხვინო ხელისუფლება არ იქნება. აი, ზუსტად ეს მანდატურები. არც ერთი მათგანი არ შეირჩენს პირადად ჩემგან ჩემი და სხვა ჟურნალისტების იქიდან გაყრას მუჯლუგუნებით. არც ერთი მათგანი. პირადად ვპირდები, სახეზე ვიცნობ სულ ყველას და იმ სახეებს ავახევ პირდაპირი მნიშვნელობით. სრულიად გათახსირებული მანდატურთა კორპუსი. პოლიტიკურად არანეიტრალური. ასეთი არ ყოფილა არასდროს საქართველოს პარლამენტში. არც ისეთი ყროლი მდგარა, როგორიც დღეს დგას. მანდატურების წილიც არის ამ ყროლში, როგორც აღმოჩნდა“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

cyc.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930