სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას აპროტესტებენ.
"ჩვენ პირდაპირ მივანიშნებთ, რომ კლანმა ხელში ჩაიგდო სასამართლო ხელისუფლება და მართლმსაჯულების იმედი საქართველოში ამით გარდაიცვალა. ვუსამძიმრებთ უზენაეს სასამართლოს ,მოსამართლეებს, კლანს. რა თქმა უნდა ეს არის სიმბოლური აქცია, რომელიც აპროტესტებს იმ უმსგავსობას, რომელიც ჩვენ გუშინ საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ", - განაცხადა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი და უვადო მოსამართლედ გაამწესა. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლებად დაამტკიცა - მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე , მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.