გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
სომხური პრესა: მარგველაშვილმა საქართველოში მცხოვრებ სომხებს მესიჯი გაუგზავნა, საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დამიჭირეთო

5-03-2018

„საქართველო მეზობელი ქვეყნებისადმი ყოველთვის დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებდა და ეს კურსი უცვლელი რჩება“, - აცხადებს სომხურ გამოცემა «Новое время»-სთან საუბარში ექსპერტი ალიკ ეროიანცი, რომელმაც კომენტარი გაუკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მარნეულში გამოხატულ პოზიციას.


„საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის წინააღმდეგ გამოდის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში, ადგილობრივ აზერბაიჯანელებთან გამართულ შეხვედრაზე. ვფიქრობ, პრეზიდენტის მიდგომა სრულიად გასაგებია. „ქართული მასმედიის პუბლიკაციებში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ, ექსპერტთა და პოლიტიკოსთა შეფასებებში ნეიტრალიტეტის დაცვის მცდელობა შეინიშნება. თბილისი წინდახედულობას იჩენს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ შეიძლება ქართველებს თავიანთი აზრი ჰქონდეთ რომელიმე საკითხზე, მაგრამ ისინი აბსოლუტურად არ ცდილობენ სიტუაციის დამატებით გამწვავებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დღევანდელ სიტუაციაში ამა თუ იმ პოზიციისადმი მხარდაჭერა არც საქართველოს, არც სომხეთისა და არც აზერბაიჯანის ინტერესებიდან არ გამოდის. ამრიგად, საქართველოში მცხოვრებ სომხებს პრეზიდენტმა შესაბამისი მესიჯი გაუგზავნა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მათი მხარდაჭერის მიღების მიზნით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930