16-12-2019
საქართველოს ცენტრალური კომისიის სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, (შემდგომში სწავლების ცენტრი), არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიის განვითარების ფონდს", რომელსაც გიგა ბოკერიას ყოფილი მოადგილე და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყიფილი თავმჯდომარე, თამარ კინწურაშვილი ხელმძღვანელობს, გრანტის სახით 155 595 ლარი მისცა.
საინფორმაციო-შემეცნებით პორტალ NSP.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გიგა ბოკერიას ყოფილი მოადგილის არასამთავრობო ორგანიზაციამ, პირველი გრანტი, 43 570 ლარის ოდენობით, 2014 წლის 28 თებერვალს გამოცხადებულ კონკურსში მოიპოვა. კონკურსის თემატიკა იყო "ქალთა მონაწილეობის წახალისება საარჩევნო პროცესში".
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, ბოკერიას ყოფილ მოადგილეს მორიგი გრანტი - 57 595 ლარის ოდენობით, 2014 წლის 15 სექტემბერს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მისცა. საგრანტო კონკურსის თემა იყო "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში".
რაც შეეხება მესამე გრანტს, რომლის ოდენობაც 54 430 ლარია, სააკაშვილის ყოფილი მრჩეველისა და ბოკერიას ყოფილი მოადგილის, თამარ კინწურაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციამ ის ცესკოს სსიპ-იდან 2015 წლის 24 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საფუძველზე მიიღო.
კონკურსის თემატიკა იყო "ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ჩართულობის ამაღლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო კამპანიის საშუალებით".
რაც შეეხება თამარ კინწურაშვილის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის დროს განხორციელებული ქმედებების შესახებ ინფორმაციას, რა დროსაც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილი ქონება ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ალბათობით დანაშაულებრივად, თვითღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად გაახსვისა, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.