გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს ბიუროს სხდომა დაატოვებინეს

16-12-2019

ოპოზიციონერ დეპუტატებს თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს ბიუროს სხდომა დაატოვებინეს.

სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მონახულება მოითხოვეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა მათ უსირცხვილოები უწოდა, თინა ბოკუჩავამ კი, საკანონმდებლო ორგანოს "მონათა ბაზარი".

თინა ბოკუჩავამ აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პატიმრების მონახულება სურთ.

"ივანიშვილის რეჟიმის პატიმრები უნდა მოვინახულოთ. აქ ბორკილებს რომ ათამაშებთ ხოლმე და შოუებს დგამთ, იცით რა უნდა გააკეთოთ? უნდა შეგვიშვათ ციხეში", -  მიმართა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე დასძინა, რომ ოპოზიცია თან ბოიკოტის რეჟიმშია და თან ბიუროს სხდომებს ესწრება.

თალაკვაძის ამ განცხადებამ თინა ბოკუჩავას გაღიზიანება გამოიწვია და პარლამენტის თავმჯდომარეს დაუპირისპირდა. მან არჩილ თალაკვაძეს ფურცლები დაუხია. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე მოუწოდა, ბიუროს სხდომა დაეტოვებინათ. ბოლოს კი, ოპოზიციონერ დეპუტატებს ბიურო მანდატურმა დაატოვებინა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930