გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო საქმეთა სამინისტრო უვიზო რეჟიმის შესახებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს

5-03-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ, საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა იმერეთის რეგიონში გაიმართება.სამინისტროს თანამშრომლები და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები 2018 წლის 5-6 მარტს ქუთაისს, სამტრედიას, ვანს, თერჯოლას, ტყიბულსა და წყალტუბოს ეწვევიან.
მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში ექპერტების და სამინისტროს წარმომადგნელები საქართველოს მოქალაქეებს გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. ასევე ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031