გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტექდათვალიერებაზე გაყვანილი ავტომობილების 25,6% უვარგისი აღმოჩნდა

5-03-2018

წლის დასაწყისიდან 28 თებერვლის ჩათვლით 11 457 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა ტექდათვალიერება, რომელთაგან 2 935 მანქანა (25,6%) უვარგისად ცნეს და მფლობელებს ერთთვიანი გამოსასწორებელი ვადა მისცეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ხარვეზების უმეტესობა სამუხრუჭო მოწყობილობებზე, გამონაბოლქვზე, ფარებსა და შუქამრეკლებზე ფიქსირდება.


შემოწმებული (11 457 ) ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2 405 ავტოსატრანსპორტო საშუალება იურიდიული პირის ბალანსზე ირიცხება.


საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა, რის მიზეზადაცამ მექანიზმში გამეფებული კორუფცია დასახელდა.


საქართველოს ევროკავშირთან ასოცირება, ბევრ სხვა ვალდებულებასთან ერთად, ავტომობილების ტექდათვალიერებასაც ითვალისწინებს.

საწყის ეტაპზე რეგულაციები შეეხება სამგზავრო ავტომობილებს, რომლებშიც 8 ადგილზე მეტია და სატვირთოებს (3.5 ტონაზე მეტი). უნდა აღინიშნოს, რომ მათთვის ტექდათვალიერების ვალდებულება არასდროს გაუქმებულა, მაგრამ წლების მანძილზე პროცესები მიშვებული იყო. საჯარიმო სანქციებიც იმდენად დაბალი იყო, რომ მძღოლებს მისი გადახდა უფრო აზყობდათ, ვიდრე სატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერებაზე გატანა და მისი წესრიგში მოყვანა.


შემდგომ ეტაპზე ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებისა და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე ავტომობილები ძრავის მოცულობით 3.0 ან მეტი. მთელი ავტოპარკი 2019 წლის ბოლომდე უნდა გადამოწმდეს.


საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, თექდათვალიერება არ შეეხება 4 წლამდე ასაკის ავტომობილებს, 8 წლამდე ასაკისას – 2 წელიწადში ერთხელ, ხოლო 8 წლის ზემოთ – ყოველწლიურად.


მოტოციკლებსა და მოპედებს ტექდათვალიარების გავლა არ მოუწევთ 2020 წლამდე.


ინსპექტირების დაწყების შემდეგ იკრძალება საჭის გადატანა, თუმცა უკვე გადატანილ საჭიან ავტომობილებს და მარჯვენასაჭიანებს დამატებითი რეგულაციები არ შეეხება.


სულ 7 მიმართულებით მოხდება ავტომობილების შემოწმება: სამუხრუჭე სისტემა, საჭის სისტემა, ხილვადობა, ფარები, ღერძულა სისტემა, შასი და გამონაბოლქვი.

digest

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930