„წარწერები წაიშლება და არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს , ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, არავინ ხელს არ შეუშლის მათ, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისათვის , ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა ქვეყნის მასშტაბით წარწერები გააკეთეს -"ამ ცხოვრების დედაც".