გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველომ მსოფლიოში ადამიანის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა 5 პოზიციით გაიუმჯობესა

23-12-2019

2019 წლის ადამიანის თავისუფლებათა ინდექსით, საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერია. წინა (2016-2017) წლებთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი მსოფლიოში ადამიანის თავისუფლების კუთხით 5 პოზიციით გაიუმჯობესა.
აშშ-ის „კატონის ინსტიტუტმა,“ (Cato Institute) „ფრეიზერის სახელობის ინსტიტუტთან,“ „ლიბერალეს ინსტიტუტთან“ და „ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის თავისუფლების ფონდთან“ თანამშრომლობით, მსოფლიოში „2019 წლის ,,ადამიანის თავისუფლების ინდექსი“ გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს ადამიანის თავისუფლების ხარისხს, რომელიც მოიცავს ისეთ კომპონენტებს როგორებიცა ადამიანის პირადი, საზოგადოებრივი და ეკონომიკური თავისუფლებები.

2019 წლის ადამიანის თავისუფლებების ინდექსში საქართველო მოქცეულია კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, სადაც ქვეყანა უდავოდ რეგიონული ლიდერია 7.74 საშუალო მაჩვენებლით. აღნიშნული მაჩვენებლით მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე პოზიციას იკავებს.

კერძოდ, ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის მაჩვენებლით (7.94), რომლის გათვალისწინებითაც საქართველო მსოფლიოში მე-12 პოზიციაზეა, იგი უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ნორვეგია (32/162); შვედეთი (25/162); დანია (13/162); ფინეთი (21/162); ისლანდია (23/162); ჰოლანდია (25/162); საფრანგეთი (50/162); გერმანია (20/162); იტალია (46/162); იაპონია (17/162); ბელგია (40/162); ლუქსემბურგი (17/162); ისრაელი (38/162); ასევე, ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები. ქვეყანაში პირადი თავისუფლების ხარისხის მაჩვენებლით (7.53), მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის საქართველო 59-ე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ბოსნია ჰერცეგოვინა (42/162); ბულგარეთი (44/162); მოლდოვა (71/162); მონტენეგრო (53/162); სინგაპური (61/162).
აღსანიშნავია ისიც, რომ წინა (2016-2017) წლებთან შედარებით, საქართველომ 5 პოზიციით გაიუმჯობესა მსოფლიოში ადამიანის თავისუფლების კუთხით პოზიცია, რაც პირად და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გადაყვანით გამოიხატება საერთო ქულის 0.008 ერთეულით გაუმჯობესებაში.

აღნიშნული კომპონენტების მაჩვენებლები განისაზღვრება ადამიანის პირადი და ეკონომიკური თავისუფლების განსაზღვრისათვის კვლევის ფარგლებში შემუშავებული 76 სხვადასხვა ინდიკატორით, რომლებიც აფასებენ თავისუფლებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა კანონის უზენაესობა; უსაფრთხოება და დაცულობა; მიმოსვლის თავისუფლება; რელიგიური თავისუფლება; ასოციაციის, თავშეყრისა და საზოგადოებრივი თავისუფლება; თვითგამოხატვისა და ინფორმაციასთან წვდომის თავისუფლება; იდენტურობა და ურთიერთობები; მთავრობის სიდიდე; საკანონმდებლო სისტემა და ქონებრივი უფლებები; ფულთან წვდომის თავისუფლება; საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულობის თავისუფლება; კრედიტის, შრომის და ბიზნესის კუთხით არსებული რეგულაციები. აღნიშნული ინდექსი მოიცავს მსოფლიოს 162 ქვეყანაში ადამიანის თავისუფლების კუთხით არსებულ სურათს და ფასდება 1-10 შკალაზე, სადაც 10 წარმოადგენს საუკეთესო შედეგს.

ინდექსის თანახმად, კვლევაში წარმოდგენილი რეგიონებიდან ყველაზე თავისუფალს ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონი (აშშ და კანადა), დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის, ასევე, აღმოსავლეთ აზიის რეგიონები წარმოადგენენ. კვლევის მიხედვით, აგრეთვე იკვეთება, რომ რაც უფრო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებელი (GDP per capita), მით უფრო მაღალია ასეთ ქვეყნებში ადამიანის თავისუფლების ხარისხი. აგრეთვე, კვლევაში ნათლად იკვეთება დემოკრატიასა და ადამიანის თავისუფლებას შორის კორელაცია, კერძოდ, რაც უფრო მაღალია ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი, მით უფრო მაღალია ადამიანის თავისუფლების ხარისხიც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930