გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია სრულად განწირულია

18-06-2025

ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება" მოიგებს 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.


„რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი. ასეთ ვითარებაში ოპოზიცია არის აბსოლუტურად განწირული. ჩვენ მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. ასეთ ვითარებაში აღარ იციან, რა ქნან. თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, მიიღონ საკრებულოებში. თან მეორეს მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის. ამასთან არის დაკავშირებული ის შიდა ბრძოლები, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ოპოზიციაში. რაც კარგია და მთავარია, ოპოზიცია არის აბსოლუტურად დაშლილი და მოშლილი", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031