გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სკანდალი სამეგრელოში-ნაცემია სენაკის მერი

24-12-2019

"ტვ პირველის" ინფორმაციით, 17 დეკემბერს ყვარელში, შატო ბლუალეში სახელისუფლებო წვეულებაზე პატრულის გამოძახება გახდა საჭირო, რადგან ერთმანეთს სამეგრელო-ზემო სვანეთის სუს-ის უკვე ყოფილი უფროსი მალხაზ ქორია და სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ქორიამ კუპრეიშვილი სცემა.

მაღალჩინოსნები ყვარელში სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას მიწვევით რეგიონის ქალაქების მერებთან და სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ჩინოსნების გაშველებაში ცხოროწყუს, წალენჯიხის და ფოთის მერები ჩაერთვნენ.

ტელეკომპანიის ცნობით, გენინსპექცია მომხადრის დეტალებს სწავლობს, ხოლო ქირია თანამდებობიდან სწორედ ინციდენტის გამო გაათავისუფლეს.

თავად შატოში ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. სენაკის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მერები ადასტურებენ, რომ წვეულებაზე იმყოფებოდნენ, თუმცა დაპირისპირების ფაქტს - არა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით ამ ფაქტთან დაკავშირებით სამეგრელო - ზემოსვანეთის გუბერნატორი შესაძლოა მთვარობის ადმინისტრაციაში დაიბარონ, ინციდენტის სხვა მონაწილეები კი სუს-ში.

"ნიუპოსტი" სამეგრელო - ზემოსვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც მედიით გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

"არავითარ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად არავის გამოუძახებია საპატრულო პოლიცია და ამის გადამოწმება მარტივად 122-შია შესაძლებელი" - აღნიშნა პირესსამსახურის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ, რომელმაც ასევე გამორიცხა ნფორმაცია ალექსანდრე მოწერელიას თბილისში, კანცელარიაში დაბარების ფაქტიც.

 

ნიუპოსტი

"ალია"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930