ყოველწლიურად გრიპით ავად მილიონობით ადამიანი ხდება. დაავადებულთა უმეტესობა ერთი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდება, მაგრამ ზოგს შეიძლება არ გაუმართლოს.
სეზონური გრიპის ეპიდემიებს, როგორც წესი, ადგილი აქვს შემოდგომის ბოლოსა და ზამთარში, შესაბამისად, შესაძლებელია ამ პერიოდისთვის სათანადოდ მოვემზადოთ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა მიჩნეული. გრიპის შტამი ყოველ წელს იცვლება და შესაბამისად, ყოველ წელს ახალი ვაქცინა იქმნება, რომელიც ამ კონკრეტულ შტამზეა მორგებული.