გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრიპის ვირუსების გავრცელების პიკი დეკემბრის ბოლო კვირა და იანვრის პირველი ნახევარი იქნება - ექიმი ივანე ჩხაიძე

24-12-2019

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსებით დაინფიცირების შემთხვევების ზრდაზე საუბრობს.

ექიმი აცხადებს, რომ ვირუსის აგრესიული მიმდინარეობისას სტაციონალური მკურნალობა აუცილებელია. 

"დეკემბრის პირველი რიცხვებიდან დაფიქსირდა გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების მატება და ეს მატება ყოველკვირეულად ფიქსირდება. ჩვენ ველოდებით, რომ დეკემბრის ბოლო კვირა და იანვრის პირველი ნახევარი იქნება პიკი, ისევე, როგორც წინა წლებში აღინიშნებოდა. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც განპირობებულია სწორედ აგრესიული მიმდინარეობით, რაც გრიპის ვირუსს ახასიათებს: ძალიან მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, შეიძლება იყოს ღებინება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი. ამ შემთხვევების დროს და, ასევე, ისეთი გართულებებისას, როგორიც არის ფილტვების ანთება, აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა სტაციონარმა უნდა მართოს,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რუსთავი2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930