26-12-2019
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, სვეტიცხოველში მისი აღსაყდრების 42-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ლიტურგიაზე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
„მე მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა ეს საქმე. ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ.
დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისა“,- პატრიარქის ემოციური სიტყვა სვეტიცხოველში, მისი კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების 42-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ლიტურგიაზე.