27-12-2019
„ტვ პირველის” დირექტორმა ინგა გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ამის მიზეზად გრიგოლიამ ის დაასახელა, რომ ფინანსთა მინისტრს არანაირი პოზიცია არ ჰქონია და მის კითხვებს პასუხს ვერ სცემდა
„დავტოვე შეხვედრა პროტესტის ნიშნად, რადგან უბრალოდ შეხვედრა შედგა მინისტრსა და მედია მენეჯერებს შორის, ამისთვის ვერ ვიჯდებოდი. მინისტრი, რომელსაც დაავალეს, რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება იდგა და იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცა რატომ ჩაგვაყენა, ჩვენ ასეთ პირობებში, გვიყვებოდა ხანგრძლივ და დაუსრულებელ ისტორიას, თუ რატომ დაედო ვალები „რუსთავი-2″-სა და „იმედს”.
ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ ჩაგვაყენეს ასე უსამართლო მდგომარეობაში. მას წამოსცდა საუბრის დროს, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იმ ტელევიზიებს არ გადაახდევინეს იმ პერიოდში ვალი. როდესაც ჩვენ დავუსვით კითხვა, დაისაჯა თუ არა ვინმე ამის გამო, პასუხი არ იყო. ავიღე ჩანთა და წამოვედი, რადგან მე არავის პასუხისმგებლობის დაყენებას არ ვაპირებ” – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს 1-დღიანი ვადა მისცა პირველი ოქტომბრიდან დროის პერიოდში დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დასაფარად. ეს გადაწყვეტილება არ ეხება ძველ დავალიანებებს. ტვ „კავკასიისა” და ტვ „პირველის” შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების შედეგად სხვა ტელევიზიები მათთან მიმართებით უპირატეს მდგომარეობაში არიან.