27-12-2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
ცვლილებების თანახმად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაინიშნა. გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე გათავისუფლდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოზიციიდან და დაინიშნა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ.
თავდაცვის ძალების მეთაურის კიდევ ერთი მოადგილე, გენერალ-მაიორ შალვა ჯაბახიძე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.