27-12-2019
სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, გადაცემა “რეაქციას” ეხმაურება და აცხადებს, რომ გადაცემის შემდეგ არაფრის ხალისი არ აქვს.
ნიკოლოზ რაჭველი წერს, რომ რცხვენია რომ სახლში საჭმელი აქვს და რესტორანში ვახშმობს.
“TV პირველზე “რეაქციას” ვუყურებ და აივნიდან მინდა გადახტომა…
მრცხვენია რომ მაქვს საჭმელი, რომ შემიძლია თავს უფლება მივცე რესტორანში ვივახშმო, რომ შემიძლია მანქანაში ბენზინი ჩავასხა…
გულქვა საზოგადოების გულქვა წევრი ვარ მეც და ყველანი ჩვენ…
ძალიან ძალიან ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი…
პოლიტიკოსებზე, ბიზნესის მკეთებლებზე, ღონისძიებებსა და ნაძვის ხეებზე, უსაგნო ხარჯვებსა და გულგრილობებზე არაფერს ვიტყვი, უიმედოდ დარჩენილი ადამიანების შესახებ ნაჩვენები სიუჟეტების ფონზე რაც თავში მომდის ეთიკის ნორმებს ვერ ვუსადაგებ…
მაგრამ არანაკლები დანაშაულის პასუხისმგებლობას საკუთარ თავს და ჩემნაირ ადამიანებს ვაკისრებ, რადგან თურმე ასეთი გადაცემები მჭირდება გასაცნობიერებლად, რომ მეც ერთი ჩვეულებრივი ეგოისტი ვარ…
მერე რა, რომ მუსიკას ვწერ ან ვასრულებ…….
ინგა გრიგოლია რას მერჩოდი?! აღარაფრის ხალისი აღარ მაქვს ისეთი თანაგანცდა მაგრძნობინე ჩემი ქვეყნის განწირული შვილების მიმართ…
და მაინც, ღმერთო, მაპატიე რომ მათთან
შედარებით ბევრად კარგად ვარ და ყოველდღიურ მადლიერებას გაკლებ სხვადასხვა წუხილებით თუ უკმაყოფილებებით…
P.S. პირველი 20 კომენტარის წაკითხვის შემდეგ ვარედაქტირებ, ანუ ვამატებ:
მე ნუ შემაქებთ! ყველაზე მატად ის კომენტარი მეამა, სადაც მითხრეს სტატუსის გამოქვეყნებას თავად იმოქმედეო. ეს ის შემთხვევაა, რომ ჩემი მისამართით განკუთვნილი არც ერთი გული არ მანუგეშებს… ამავდროულად გულწრფელი მადლობა სიყვარულისთვის! განა რა შეედრება სრულიად უცნობი ადამიანებისგან ასეთი სიყვარულის და გულშემატკივრობის შეგრძნებას… მაგრამ… მაგრამ… მ ა გ რ ა მ . . .” – წერს ნიკოლოზ რაჭველი.