გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ნაცვლიშვილი: ვიდრე „ქართული ოცნების“ ალტერნატივა იქნება ყავლგასული ნაცმოძრაობა, „ქართული ოცნება” განწირულია გამარჯვებისთვის

28-12-2019

„თუ ნაციონალური მოძრაობა მოახდენს თვითლიკვიდაციას, გაჩნდება ჯანსაღი ალტერნატივა, რომელსაც გაუჩნდება შესაძლებლობა დაამარცხოს „ქართული ოცნება“- განაცხადა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტვ იმედის „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, ვიდრე „ქართული ოცნების“ ალტერნატივა იქნება ყავლგასული ნაცმოძრაობა თავისი ყველანაირი განშტოებით, გადაერთებით თუ გაყოფით, მანამდე „ქართული ოცნება” განწირულია გამარჯვებისთვის.

„გასაგებია, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს გულწრფელი მხარდამჭერები და ამ მხარდამჭერებს შორის არიან ადამიანები, და რომლებიც ალბათ დარწმუნებულები არიან, რომ „ქართული ოცნება“ არის პროგრესის შემაფერხებელი პოლიტიკური წარმონაქმნი, საქართველოს დასავლური თუ პროგრესული განვითარების. თუ ეს გულწრფელი სურვილი არის „ქართული ოცნება“ იქნეს ჩამოცილებული ხელისუფლებას, მე მათ ვურჩევ, დაიწყონ ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაციით. ქართული ოცნების დემონტაჟი გადის ნაციონალური მოძრაობის თვითლიკვიდაციაზე. თუ მოახდენს ნაც. მოძრაობა თვითლიკვიდაციას გაჩნდება ჯანსაღი ალტერნატივა, რომელსაც გაუჩნდება შესაძლებლობა დაამარცხოს ქართული ოცნება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არიან აკვიატებაში და შეცდომაში გაჯიუტებულები, გამომდინარე იქიდან, რომ რჩევას მე ვაძლევ, ძალიან ნაკლები იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ“- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ამ გარემოში არსებობის ერთადერთი ფორმა არის ძალადობაში ყოფნა.

„თუ ისინი ძალაუფლებაში არ არიან და ვერ ახერხებენ საკუთარ ნებაზე სურვილზე მოირგონ საზოგადოება, ამ საზოგადოების სოციალურ კულტურული კოდი მათთვის არის ისეთივე შეუძლებელი საარსებოდ, როგორიც წყლისქვეშეთი ადამიანისთვის. ისინი ამოისუნთქავენ მხოლოდ ძალაუფლებაში, სხვანაირად იგუდებიან. რატომ იბრძვიან ასე შეპყრობილად ძალაუფლებაში დასაბრუნებლად, იმიტომ რომ მათი თანაარსებობის სხვა ფორმა, თუ ზემოდან არ ასხედან საზოგადოებას და მისგან მონებს არ ქმნიან, მათ ეს არ შეუძლიათ” - აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930