გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სკანდალი - დიპლომი ჯანდაცვის მინისტრსაც არ აქვს?

26-12-2019

კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია ექიმების მიმართ ხელფასების გადაუხდელობაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრს აკისრებს და ეკატერინე ტიკარაძის სამედიცინო განათლებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს:

„ყველა ის კლინიკა, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ ღია წერილს და გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრს, მას შემდეგ „შავ სიაში“ აღმოვჩნით. ახალი წელი მოდის, თანამშრომლები ემზადებიან საახალწლოდ და ერთი თეთრიც არ აქვთ. სამინისტრო ივნისის ნახევარს და ივლისის ხელფასს არ გვირიცხავს. ეს ახალი მინისტრი დასანგრევად მოვიდა ქართული მედიცინის. რა ინსტიტუტი დაამთავრა ამ ქალბატონმა? ვიცი, რომ რაღაც მესამე ხარისხოვანი ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, როგორც მოდის ხმები და ონლაინ აქვს განათლება მიღებული ავსტრიაში თუ სადღაც. ზემოდან გვიყურებს ძალიან დამამცირებლად, 44 წლის სტაჟი მაქვს კარდეიოლოგიაში და ჩემი ცხოვრება ამ კლინიკაში გავატარე. დღე და აღამე აქ ვარ და რა უფლება აქვს, მე ან ჩემ კოლეგებს ზემოდან გვიყუროს, შეხვედრები, დალაპარაკება არ უნდა. ამ ქალს ძალიან დიდი უფლებები აქვს და ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, დროზე შეაჩეროს და ექიმებს მოაშოროს ეს ქალბატონი.“

alia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930