გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: შემაკავებელი ორდერის გაცემა და იარაღთან წვდომის შეზღუდვა სავალდებულო გახდება

6-03-2018

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციები მკაცრდება. 
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სამწუხაროდ, ქვეყანაში ამ მიმართულებით საკმაოდ არასახარბიელო სტატისტიკაა.
„ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯია შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივება. დღემდე ეს ნაბიჯი იყო დისკრეციული. ახლა კი ჩვენ ვაკონკრეტებთ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულო იქნება შემაკავებელი ორდერის გაცემა და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ სხვა ნაბიჯებსაც ვახორციელებთ ამ მიმართულებით. დღემდეც არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია, ამ საკითხში სიტუაცია რადიკალურად შევცვალოთ. ჩვენ ამას ვახორციელებთ ასევე საგანმანათლებლო კამპანიით და ეს, რა თქმა უნდა, ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031