30-12-2019
თურქეთში, ილგაზის რაიონში, ავტობუსი რომელიც სტამბულიდან თბილისის მიმართულებით ასრულებდა რეისს, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა. ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.
თურქული მედიის ცნობით, ავტობუსში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ. 31 მგზავრიდან 22-მა დაზიანებები მიიღო.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთი მგზავრი გარდაიცვალა. უცნობია, გარდაცვლილი იყო თუ არა საქართველოს მოქალაქე.
რაც შეეხება დაშავებულებს, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი, 4 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.