გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს შეხვდა

31-12-2019

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს სამინისტროში უმასპინძლა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ექიმს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება პირადად მიულოცა.

ეკატერინე ტიკარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის და პირადად მისთვის, როგორც ექიმისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება.

მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ, სხვადასხვა უწყების ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართა, რათა  ეს დადებითი შედეგი დამდგარიყო.

 "როგორც  ამ დარგის წარმომადგენელი, აღვნიშნავ, რომ ექიმის პროფესია ხელშეუხებელია, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. დაუშვებელია ჰუმანიტარული თემების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება. ვაჟა ექიმის გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი მოვლენა და სასიხარულო ამბავი მთელი საზოგადოებისთვის. ჩვენ  ერთად და წარმატებით გადავლახეთ ეს რთული პროცესი. ვაჟა გაფრინდაშვილი ნამდვილად არის თანამედროვეობის გმირი, მან ეს დაუმტკიცა მთელ ერს. ის ფაქტი, რომ დღეს თავის ოჯახთან ერთად ხვდება ახალ წელს არის ძალიან სასიხარულო, არამხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ ალბათ მთელი საქართველოსთვის. მან გაგვიზიარა თავისი იქ ყოფნის ეპიზოდები, რომელიც ნამდვილად იყო ძალიან რთული. იქაც არ მიუტოვებია საექიმო საქმიანობა და მოყვა თუ როგორ ზრუნავდა იმ პაციენტებზე და  დაკავებულ პირებზე რომლებიც ციხეში იმყოფებოდნენ",- განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო ის ერთიანობა და მხარდაჭერა, რაც მის პატიმრობას მოჰყვა.

"საკმაოდ დიდი ემოციური დატვირთვა იყო, თუნდაც ის 50 დღე რაც იქ გავატარე.  თუმცა განსაკუთრებით ემოციური იყო ის გარემო, რაც ჩამოსვლის პირველი წუთიდანვე აქ დამხვდა. აბსოლუტურად არ ველოდი, რომ ასეთი ერთიანობა და მხარდაჭერა  მექნებოდა, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ვამაყობ, რომ ასეთები ვართ ქართველები როდესაც ერთად ვართ", - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.  

pia


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930