გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მაქსიმუმს ვაკეთებთ

6-03-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარე მაქსიმუმს აკეთებს.
ეს განცხადება გახარიამ საერთშორისო კონფერენციის - "ქალები პოლიციაში" გახსნის შემდეგ გააკეთა.
"ამ ტრაგიკულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. მაქსიმალურადაა ჩართული სახელმწიფოს ყველა ორგანო და ყველა ინსტიტუტი. 
რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გონივრულ ვადებში მოგვარდება. ცხედრის გადმოსვენების კონკრეტულ დროზე, კონკრეტულ დღეზე კი მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რამეთუ ეს უბრალოდ სწორი არ იქნება. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კონკრეტული მოქალაქეების, კონკრეტული ადამიანების ტრაგედიაზე ვსაუბრობთ,",- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031