გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის ანგარიში

2-02-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აქვეყნებს 2017 წლის ანგარიშს, რომელიც მოიცავს როგორც უწყების მიერ გაწეულ საქმიანობას, ასევე მატერიალურ-ტექნიკური მიმართულებით არსებულ სიხალეებსაც.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აქვეყნებს 2017 წლის ანგარიშს, რომელიც მოიცავს როგორც უწყების მიერ გაწეულ საქმიანობას, ასევე მატერიალურ-ტექნიკური მიმართულებით არსებულ სიხალეებსაც.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ძირითად ფრაგმენტებს აღნიშნული ანგარიშიდან: 


„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად 2017 წლის 9 თვის პერიოდში სამინისტროს ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ  გაწეულ იქნა რიგი ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინიცირებულ პროექტებში („აწარმოე საქართველოში“, „ძლიერი რეგიონები, ძლიერი საქართველო“, „დანერგე მომავალი“, მეფუტკრეობის  განვითარების მხარდამჭერი პროგრამა“ და ა.შ)  დევნილი მოსახლეობის მაქსიმალურად ჩართულობას.  სისტემატურად ხდებოდა რეგიონებში ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა სახის პროექტების გასაცნობად. ასევე იყო შეხვედრები ახალი საპროექტო წინადადებების შესათავაზებლად კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებთან. 


დევნილთა სოციალურ–ეკონომიური პირობების გაუმჯობესების, მათი დასაქმების, მათ მიერ სხვადასხვა პროფილის მცირე და საშუალო ბიზნესის განხორციელების მიზნით, სამინისტროს თანამშრომლები აქტიურად თანამშრომლობენ:


- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“-თან. მათ მიერ  მოწოდებულ იქნა რიგი საინტერესო პროექტები. სამინისტროს თანამშრომლები  მონაწილეობას იღებდნენ ამ ორგანიზაციის  მიერ ჩატარებულ არაერთ  საინტერესო და ინფორმაციულ ღონისძიებაში.  ჩვენი სამინისტროს თანამშრომლების უშუალო მონაწილეობით,  აფხაზეთიდან დევნილმა ორმა ოჯახმა, შეღავათიან ფასებში    მიიღეს მიკრო ტრაქრტორი კულტივატორის სახით.  აღსანიშნავია ის, რომ კიდევ რამოდენიმე მსურველის მიერ წარმოდგენილი საბუთები მიეწოდება სააგენტოს და აგვისტოს თვეში მოხდება მათი დაკმაყოფილება. 


- სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან.  მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან იწყება ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში მესაქონლეობის დარგის განვითარებისათვის უხეში საკვების დასამზადებლად საჭირო ტექნიკის შეღავათიან ფასებში გადაცემას. აღნიშნული პროექტის  საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულნი ჩვენი სამინისტროს ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რათა ტექნიკით უზრუნველყონ აფხაზეთიდან მსურველი დევნილები. 


- არასამთავრობო ორგანიზაცია, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ფონდთან „Bona Fide“-თან. სამინისტროს თანამშრომლები უწევენ დახმარებას სრულფასოვანი პროექტის შემუშავებაში, რომლის მიზანია დევნილების მომსახურება და კონსულტაციების გაწევა  სხვადასხვა მიმართულებით.


- ლტოლვილთა კოოპერატიულ ჯგუფთან, რომელთაც გამოთქვეს სურვილი ხელი მოკიდონ ფერმერულ მეურნეობას. ჩვენი სამინისტროს ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰქონდათ უშუალო შეხვედრები მათთან და აცნობდნენ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოებში მოქმედ ბიზნეს პროგრამებს. 


აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები ჩართულნი არიან სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროექტში „აფხაზური ეზო“ , რომელიც ითვალისწინებს ქვემო ფონიჭალაში, კომპაქტურად დასახლებული დევნილი მოსახლეობის  დასაქმებასა და მათი საცხოვრებელი  პირობების გაუმჯობესებას.


აღსანიშნავია, რომ სსიპ „ბიზნესინკუბატორი“–ს დირექტორის ბატონ ალუ გამახარიას შემოთავაზებით და მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერით სამინისტროში შეიქმნა სსიპ „ბიზნესინკუბატორი“–ს სააკორდინაციო ჯგუფი. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი სამინისტროს ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ისინი ერთობლივად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტების დამუშავებაში და განხორციელებაში.    მიმდინარე პერიოდში ჩვენი თანამშრომლები აკორექტირებდნენ, თარგმნიდნენ ინგლისურად, რუსულად და ქართულად ბიზნესონკუბატორის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, ასევე ინტენსიურად თარგმნიდნენ ინგლისურ ენაზე საელჩოებში გასაგზავნ  წერილებს და სარეკლამო ტექსტებს. აგროვებდნენ პროექტისათვის საჭირო ინფორმაციებს სხვადასხვა სამინისტროებიდან და სამსახურიდან. სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობას იღებდნენ კონფერენციებსა და სხვადასხვა შეხვედრებში ბიზნესმენებთან.


საანგარიშო   პერიოდში   აფხაზეთის  ავტონომიური   რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  გადმოეცა:  


მოძრავი ქონება


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება TOYOTA LAND CRUISER-100 სახ. ნომრით JQJ-327, 2007 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომრით, საწყისი საბალანსო ღირებულებით 72 450,0 ლარი, საბალანსო ღირებულებით გადმოცემის პერიოდისათვის 40 062,40 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 13 140,46 ლარი;


• სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა TOYOTA RAV4 სახ. ნომრით OB033BO, 2001 წლის გამოშვება, სარეგისტრაციო მოწმობის ნომრით EV0413262, საწყისი საბალანსო ღირებულებით 19 000,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 0,0 ლარი;


• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება ნისან პესფაინტერი, სახ. ნომრით CAA104, 1997 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომრით №JN8ARD5Y7VWL55968, საწყისი საბალანსო ღირებულებით 15 941,21 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 1 657,85ლარი;


• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ: ავტომანქანა UAZ39629 სახ. ნომრით TDT676, 2008 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომრით XTT39629080436614, ნარჩენი ღირებულებით 8 000,0 ლარი; ავტომანქანა UAZ396259 სახ. ნომრით YGL162, 2006 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომრით XTT396259604475130, ნარჩენი ღირებულებით 7 000,0 ლარი;


• სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის მიერ: 7200 ლიტრი ინსექტიციდი ზონდერი; ზურგსაკიდი შემსხურებელი აგრეგატი SOLO PORT 423 (182 ცალი); დამცავი კომბინიზონი 2910 ცალი; რესპირატორი 370 ცალი; დამცავი ხელთათმანი 740 წყვილი; დამცავი სათვალე 370 ცალი; ხმაურის ჩამხშობი (ყურის საცობი) 800 ცალი; ორტაქტიანი ძრავის ზეთი 960 ლიტრი;


• საქართველოს პარლამენტის მიერ: კონდიციონერი Vestel 1 ცალი - საწყისი ღირებულებით 1 054,88 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 632,92 ლარი; საოფისე მაგიდა 3 ცალი – საწყისი ღირებულებით 150,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 150,0 ლარი; საოფისე მაგიდა 2 ცალი – საწყისი ღირებულებით 138,06 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 138,06 ლარი; საოფისე მაგიდა 1 ცალი – საწყისი ღირებულებით 250,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 250,0 ლარი; კარადა 1 ცალი – საწყისი ღირებულებით 200,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 200,0 ლარი; კარადა 1 ცალი – საწყისი ღირებულებით 170,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 170,0 ლარი; სავარძელი გორგოლაჭიანი 2 ცალი – საწყისი ღირებულებით 1 247,22 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 873,06 ლარი; სკამი საოფისე 10 ცალი – საწყისი ღირებულებით 28,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 28,0 ლარი; ქსეროქსის აპარატი Toshiba studio 167 1 ცალი – საწყისი ღირებულებით 1 171,18 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 0,0 ლარი; გაზის გამათბობელი 1 ცალი – საწყისი ღირებულებით 200,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 200,0 ლარი; ნოუთბუქი GREAT WALL 1 ცალი – საწყისი ღირებულებით 3 565,1 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 2 139,06 ლარი; ნოუთბუქი Fujitsu UH552 1 ცალი – საწყისი ღირებულებით 1 370,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 274,0 ლარი; პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი VENTO A8 ASUS 1 ცალი – საწყისი ღირებულებით 1 114,6 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 0,0 ლარი; კომპიუტერის კესის HDD500 1 ცალი – საწყისი ღირებულებით 537,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 107,4 ლარი; მონიტორი PHILIPS 1 ცალი – საწყისი ღირებულებით 187,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 187,0 ლარი; ავტომანქანა ,,ფოლცვაგენ ტუარეგი“ სახ. ნომრით XNX161, 2008 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომრით WVGZZZ7LZ8D056945, საწყისი ღირებულებით 100 300,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 0,0 ლარი; ავტომანქანა ,,მიცუბიში/პაჯერო“ სახ. ნომრით VVS041, 2007 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომრით JMYLRV93W7J715457, საწყისი ღირებულებით 51 270,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 0,0 ლარი.


უძრავი ქონება


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) ბალანსზე რიცხული გარდაბნის რაიონში, სოფ. ვაზიანის სამხედრო ქალაქი №1 (513 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №81.10.30.726.) და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა გ.გ.№109 ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატი (აშენების თარიღი 1970 წ.) ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 18 040,59 ლარი.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  მიერ გადაეცა:


მოძრავი ქონება


• შპს ,,ავტოტრანსსერვისს“: ავტომანქანა TOYOTA RAV4 სახ. ნომრით OB033BO, 2001 წლის გამოშვება, სარეგისტრაციო მოწმობის ნომრით EV0413262, საწყისი საბალანსო ღირებულებით 9 064,26 ლარი; სატრანსპორტო საშუალება TOYOTA LAND CRUISER-100 სახ. ნომრით JQJ-327, 2007 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომრით JTECJ09JX05512286, საწყისი საბალანსო ღირებულებით 72 450,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 13 140,46 ლარი; ავტოსატრანსპორტო საშუალება ნისან პესფაინტერი, სახ. ნომრით CAA104, 1997 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომრით №JN8ARD5Y7VWL55968, საწყისი საბალანსო ღირებულებით   15 941,21 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 1 657,85ლარი; ავტომანქანა ,,მერსედეს ბენც C 200“, სახელმწიფო ნომრით FVF-308, საიდენტიფიკაციო ნომრით WDB2030451A008609, გამოშვების წელი 2000, საწყისი ღირებულებით 15 000,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 8 690,29 ლარი; ავტომანქანა ,,ოპელ ვექტრა 1,6“ სახელმწიფო ნომრით HLH-262, საიდენტიფიკაციო ნომრით WOL000089S7597722, გამოშვების წელი 1995, საწყისი ღირებულებით 1571,18 ლარი;


• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას: მაგიდა – 2 ცალი საბალანსო ღირებულებით სულ 530,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით სულ 52,15 ლარი; მცირეფასიანი ინვენტარი – მაგიდა საბალანსო ღირებულებით 222,79 ლარი.


• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტს: 7200 ლიტრი ინსექტიციდი ზონდერი; ზურგსაკიდი შემსხურებელი აგრეგატი SOLO PORT 423 (182 ცალი); დამცავი კომბინიზონი 2910 ცალი; რესპირატორი 370 ცალი; დამცავი ხელთათმანი 740 წყვილი; დამცავი სათვალე 370 ცალი; ხმაურის ჩამხშობი (ყურის საცობი) 800 ცალი; ორტაქტიანი ძრავის ზეთი 960 ლიტრი.


• შპს ,,აფხაზეთიდან იგპ ოფთალმოლოგიურ კლინიკას“ – მეორადი გამოყენების მულტიფუნქციური პრინტერი ,,Canon MF3228“ საბალანსო ღირებულებით 40,0 ლარი;


• სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს: ავტომანქანა UAZ39629 სახ. ნომრით TDT676, 2008 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომრით XTT39629080436614, ნარჩენი ღირებულებით 8 000,0 ლარი; ავტომანქანა UAZ396259 სახ. ნომრით YGL162, 2006 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომრით XTT396259604475130, ნარჩენი ღირებულებით 7 000,0 ლარი;


• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს – ავტომანქანა ,,მიცუბიში/პაჯერო“ სახ. ნომრით VVS041, 2007 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომრით JMYLRV93W7J715457, საწყისი ღირებულებით 51 270,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 0,0 ლარი;


• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტს – ავტომანქანა ,,ფოლცვაგენ ტუარეგი“ სახ. ნომრით XNX161, 2008 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომრით WVGZZZ7LZ8D056945, საწყისი ღირებულებით 100 300,0 ლარი, ნარჩენი ღირებულებით 0,0 ლარი;


• სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“: სამანიპულაციო მაგიდა – საწყისი საბალანსო ღირებულებით 436,61 ლარი, მთლიანი საბალანსო ღირებულებით 150,0 ლარი; გორგოლაჭებიანი მაგიდა – საწყისი საბალანსო ღირებულებით 190,8 ლარი, მთლიანი საბალანსო ღირებულებით 90,0 ლარი; კარადა ცალმხრივი ნიჟარით – საწყისი საბალანსო ღირებულებით  362,87 ლარი, მთლიანი საბალანსო ღირებულებით 80,0 ლარი; სამზარეულო კარადა – საწყისი საბალანსო ღირებულებით 571,44 ლარი, მთლიანი საბალანსო ღირებულებით 35,0 ლარი; კომპიუტერის მაგიდა – საწყისი საბალანსო ღირებულებით 620,0 ლარი, მთლიანი საბალანსო ღირებულებით 70,0 ლარი; მაცივარი – საწყისი საბალანსო ღირებულებით 850,0 ლარი, მთლიანი საბალანსო ღირებულებით 350,0ლარი; გაზქურა – საწყისი საბალანსო ღირებულებით  330,0 ლარი, მთლიანი საბალანსო ღირებულებით 100,0 ლარი; მტვერსასრუტი – საწყისი საბალანსო ღირებულებით 170,0 ლარი, მთლიანი საბალანსო ღირებულებით 50,0 ლარი; ნაჭრის სამეული – საწყისი საბალანსო ღირებულებით 800,0 ლარი, მთლიანი საბალანსო ღირებულებით 250,0 ლარი; სამზარეულო მაგიდა – საწყისი საბალანსო ღირებულებით 120,0 ლარი, მთლიანი საბალანსო ღირებულებით 40,0 ლარი; ტელევიზორი – საწყისი საბალანსო ღირებულებით 220,0 ლარი, მთლიანი საბალანსო ღირებულებით 60,0 ლარი; ტელევიზორის სადგამი – საწყისი საბალანსო ღირებულებით  260,0 ლარი, მთლიანი საბალანსო ღირებულებით 70,0 ლარი; საბანი თეთრეულით (4 კომპლექტი) – საწყისი საბალანსო ღირებულებით 608,0 ლარი, მთლიანი საბალანსო ღირებულებით 100,0 ლარი.



 სხვა  სამუშაოები:



• შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა საწარმოთა 2016 წლის, 2017 წლის I კვარტლისა და 6 თვის ფინანსური ანგარიშები;


• საწარმოთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით (ძირითადად სამედიცინო დაწესებულებებისათვის), ფულადი სახსრების დეფიციტის პირობებში, მისი ეფექტური და სწორი გამოყენების მიზნით, შემუშავებულ იქნა წინადადებები, კერძოდ ლიზინგის წესით საჭირო და აუცილებელი ძვირადღირებული სამედიცინო მანქანა-დანადგარების შეძენის შესახებ; 


• საწარმოთა ფართით უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს  კონსულტაციები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან.“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930