გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ჯო ბაიდენი: ირანთან კონფლიქტის გამწვავება ტრამპის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს

8-01-2020

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტისა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვა დონალდ ტრამპის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.


ბაიდენის თქმით, გენერალ ყასემ სულეიმანის მოკვლა „უსისტემო“ იყო, ტრამპს კი მსოფლიო ლიდერობა არ შეუძლია.


ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. სამიზნე ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა ,,აინ ალ-ასადი’’ გახდა.


როგორც ირანში განაცხადეს, ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს. ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განცხადება გაავრცელა და აშშ- მოუწოდა, თავი შეიკავოს საპასუხო ნაბიჯებისგან.


https://imedinews.ge/ge/msoflio/125136/baideni-irantan-konpliqtis-gamtsvaveba-trampis-arakompetenturobaze-metkvelebs

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031