8-01-2020
სტამბოლში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოლაპარაკებები დაიწყო.
ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, ასევე რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, მათ შორის სირიასა და ლიბიაში შექმნილ ვითარებაზე და ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაუარესებაზე იმსჯელებენ.
კრემლის პრეს-სამსახურის თანახმად, მხარეები გეგმავენ განიხილონ რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხი.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტი დამასკოში იმყოფებოდა, სადაც სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადის შეხვდა.
https://pia.ge/post/301702-stambolsi-putinisa-da-erdoranis-sexvedra-daiwyo