გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. შავი სიების შედგენაზე საუბრისას კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ თავის სახეს

8-01-2020

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ , როდესაც საუბრობს ე.წ. შავი სიების შედგენაზე, ამით ისინი კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ თავის სახეს და იმ ძალადობრივ არს, რასაც ეფუძნებოდა მათი ხელისუფლებაში ყოფნა.

„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს ე.წ. შავი სიების შედგენაზე, ამით ისინი კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ თავის სახეს და იმ ძალადობრივ არს, რასაც ეფუძნებოდა მათი ხელისუფლებაში ყოფნა. ასეთი „შავი სიების“ შედგენით, საზოგადოების ორად გახლეჩით და საზოგადოების ერთი ნაწილისგან მტრის ხატის შექმნით სულდგმულობდნენ ისინი“, - გიორგი კახიანმა 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შედგენილი ე.წ. შავი სიები საზოგადოებისთვის მართლაც საშიში იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დღეს კი ამაზე საუბარი არასერიოზულია.

„2012 წლამდე მათ ჰქონდათ შედგენილი „შავი სიები“ და მე თუ მკითხავთ, „ახალი შავი“ სიების შედგენა ნამდვილად არ სჭირდებათ. სიმართლე გითხრათ, დღეს, როდესაც ამაზე საუბრობენ, არასერიოზულად და სასაცილოთაც კი მეჩვენება. როდესაც ისინი ხელისულფებაში იყვნენ, მაშინ, მართლა საზოგადოებისთვის საშიში იყო იმ „შავი სიების არსებობა“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930