გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ანაკლიის კონსორციუმი რჩება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულ პროექტად

9-01-2020

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მთავრობის მიერ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მომხდარზე პასუხისმგებლობას სრულად კონსორციუმს აკისრებს. მინისტრი განმარტავს, რომ ანაკლიის კონსორციუმი რჩება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულ პროექტად და მასზე მუშაობასხვა ინვესტორთან პარტნიორობით გაგრძელდება.


„ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია გამომდინარე იქიდან რომ 2017-დან უპრეცედენტო მხარდაჭერას ვუცხადებთ იურიდიულს, ფინანსურს, პოლიტიკურს ამ პროექტში ჩართულ ინვესტორს. პროექტი არაერთხელ გადავადდა და რეალურად იმ პირობების თანახმად, რა პირობებითაც მოხდა თავსი დროზე ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებულის გამოვლენა, ჩვენ 2020 წელს უკვე ოპერირებადი მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა ადამიანებით დასაქმებული ტვირთები უკვე უნდა ყოფილიყო გადამუშავებული და ძალიან ბევრი სიკეთე უნდა მოჰყოლოდა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ეს არის სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა რადგან ვერ დამისახელებთ სხვა პროექტს, რომელსაც მთავრობამ გამოუცხადა ესოდენ მაღალი მხარდაჭერა, დაწყებული იურიდიული მხარდაჭერიდან, დამთავრებული ფინანსური მხარდაჭერით“, - აცხადებს ნათია თურნავა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930