გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ახვლედიანი: მთავრობის ამ გადაწყვეტილებით კითხვის ქვეშ დგას პროექტის ბედი და ზიანდება ქვეყნის ინტერესი

9-01-2020

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით,მთავრობის ამ გადაწყვეტილებით კითხვის ქვეშ დგას პროექტის ბედი და ზიანდება ქვეყნის ინტერესი.

 

ახვლედიანის თქმით, კონსორციუმი მთავრობის წინააღმდეგ დავას ანაკლიის პორტის პროექტის საკითხზე საარბიტრაჟო სასამართლოში გეგმავს.

 

„მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, თუ არა მივმართოთ საარბირტაჟო სასამართლოს. არის იურიდიული პროცესები, რომელიც გასავლელია და დავძრავთ. პროცესების დასრულებისთანავე იქნება მიმართული საარბიტრაჟო სასამართლოში. სამწუხაროდ, ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც შეუძლია ეკონომიკური გარდატეხა შეიტანოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ამ პროექტისთვის არ იყო ყველაფერი გაკეთებული, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. არ იყო გადადგმული მცირედი ნაბიჯები და არ იყო განხილული ის დათმობები, რომელიც ჩვენ წინაპირობად წავაყენეთ, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლებოდა პროექტის წარმატებით განხორციელება. ეს რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მოტივაციას ამ პროექტთან მიმართებაში, აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ პროექტის ბედს, რომელზეც პასუხი გაუცემელია. ისევ და ისევ ზიანდება ეს პროექტი, ზიანდება ჩვენი ქვეყნის ინტერესი“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031