გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
10 წლის გოგონა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი დაწვეს-აზერბაიჯანში ხალხი დამნაშავის საჯაროდ ჩამოხრჩობას ითხოვს

10-01-2020

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა დაიწყეს კამპანია მოთხოვნით, რომ მოიძებნოს და მკაცრად დაისაჯოს 10 წლის ნარმინ გულიევას მკვლელი. ზოგიერთი მის სიკვდილით დასჯასაც კი მოითხოვს, თუმცა აზერბაიჯანში ეს სასჯელი აღარ გამოიყენება.


გოგონა ნოემბრის ბოლოს დაიკარგა, და, როგორც გაირკვა, ის მოკლეს და დაწვეს. მკვლელი ჯერ არ უპოვნიათ.


მკვლელობამ აზერბაიჯანში ბავშვთა უფლებებისა დ მათ მიმართ სისასტიკის შესახებ ახალი დისკუსიის ტალღა წარმოშვა; ასევე – იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში სასიკვდილო განაჩენი.



თვნახევრიანი ძებნა და გვამის აღმოჩენა


ნარმინ გულიევა აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტოვუზის რაიონის სოფელ დონდარ გუშჩუში ცხოვრობდა.


21 ნოემბერს ნარმინი გაქრა. გოგონას მამის თქმით, ის თავის ბიძასთან წავიდა და აღარ დაბრუნებულა. მშობლებმა პოლიციას მიმართეს, მაგრამ ძებნას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ხოლო 6 იანვარს სახლის მახლობლად მისი დამწვარი გვამი აღმოაჩინეს.


ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ ზუსტად სად და როგორ მოკლეს გოგონა, სად მალავდნენ მას მთელი ამ თვენახევრის განმავლობაში, და რატომ ვერ შეძლო პოლიციამ მისი პოვნა, არადა, თითქოს მთელი სოფელი და შემოგარენი დაათვალიერეს.


ადამიანები წამებას და სასჯელს მოითხოვენ


ამ შემთხვევას მედიასა და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


სოფელ დონდარ გუშჩუში ტოვუზის რაიონის დეპუტატი განირა ფაშაევა და ომბუდსმენი საბინა ალიევა ჩავიდნენ. ალიევამ გენერალურ პროკურორს მიმართა თხოვნით, რათა დამნაშავის მოსაძებნად და დასაკავებლად ყველა ღონე ეხმარათ.


ოჯახის, ბავშვთა და ქალთა პრობლემების სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა:


„მომხდარი კიდევ ერთხელ მიუთითებს მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების პასუხისმგებლობაზე, ბავშვების, მათი ქცევის გაკონტროლებისა და მათდამი ყურადღებიანი და გულისხმიერი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე“.



ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს საქმე პედოფილის ნახელავია, სხვებს ეჭვი გოგონას ნათესავებზე აქვთ.


ამავდროულად ბევრს მიაჩნია, რომ მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსით სიკვდილით დასჯა გათვალისწინებული არ არის.


ზოგიერთი კომენტარი:


„სიკვდილით დასჯა უნდა აღდგეს. ასეთები უნდა დახვრიტონ, თორემ 20 წელიწადს მოიხდის და გამოვა“;


„სახალხოდ უნდა ჩამოახრჩონ!“;


„ასეთები სიკვდილით კი არ უნდა დასაჯონ, არამედ ყოველდღიურად უნდა აწამონ“.



წყარო: JAM-NEWS.NET

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930