გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ინტერნეტ დაიჯესტი
დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტს: კონსტიტუცია წაიკითხე, შე კრეტინო!

10-01-2020

საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში პრესკონფერენზია გამართა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამო არ შეიწყალა დეკანოზი.

ამ ფაქტს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„პრეზიდენტად დანიშნული სამარცხვინო ადამიანი(((

ბიძინას და ილია მეორის ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დაავადებული დეკანოზი მამალაძე დაეტოვებინათ საპატიმროში, ახლა გაახმოვანა მათმა ერთობლივმა ქვეშევრდომმა(((

სახელმწიფო და ეკლესია განუყოფელიაო, ამ უვიცმა. კონსტიტუცია წაიკითხე, შე კრეტინო!” – წერს დავით ბერძენიშვილი.

პრეზიდენტის თქმით,  რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე?!

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 2019 წლის 31 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა – დეკანოზ მამალაძეს გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე

ცნობისთვის,  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა 1 სექტემბერს დაასრულა ათტომეული ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა და  2017 წლის 5 ოქტომბერს საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ციანიდის საქმის“ არსებითი განხილვა 5 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა, ამავდროულად მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად. გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“-ს შემცველი ფხვნილი. 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გიორგი მამალაძე დაკავებულ იქნა, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“.

https://ipress.ge/new/davith-berdzenishvili-prezidents-konstitutsia-tsaikithkhe-she-kretino/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930