გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთოს

10-01-2020

საქრთველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშრობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აფხაზეთში მიმდნარე მოვლენებს ეხმაურება.

სესიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთოს.

„არსებული ვითარების ანალაზი გვაძლევის იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთი იქ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. ჩვენ საქმე გვაქვს მძიმე უკონტროლო სიტუციასთან, ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ, ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ საერთაშორისო საზოგადოება სიტუაციაში ჩაერთოს“, - განცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი ე.წ. პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევის გამო გუშინ დაიწყო და დღეს დილით განახლდა.

გუშინ აქციის მონაწილეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.

სოხუმში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურნენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროც  გამოეხმაურა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930